აშშ-ის პორეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოუწოდა ირანს დაუყონებლივ გადადგას დამარწმუნებელი ნაბიჯები ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მისაღწევად. ვიდეომიმართვაში ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით, ობამამ განაცხადა, რომ თუ ირანი გადადგამს დამარწმუნებელ ნაბიჯებს, ირანელი ხალხი ნახავს აშშ-სთან და სხვა ერებთან სავაჭრო ურთიერთობების უპირატესობას.
ხვალ, 20 მარტს აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავა, სადაც ანალიტიკოსების განმარტებით მოლაპარაკებების მთავარი თემა ირანის ირგვლივ შექმნილი ვითარება იქნება.
გასულ კვირას ობამამ კვლავ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლებას არ მისცემს და დასძინა, რომ ამ პროპბლემის მოსაგვარებლად უმთავრესია თეირანზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება.