პრეზიდენტმა რამდენიმე ქვეყანაში ელჩები დაამტკიცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ,,საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 18 მარტის #18/03/04-18/03/12 განკარგულებებით დანიშნულ იქნენ:ნატო საბანაძე - ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად;მიხეილ უკლება - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;ეკატერინე სირაძე-დელონე - საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად;არჩილ გეგეშიძე - აშშ-ში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;ზაზა კანდელაკი - უნგრეთში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;კონსტანტინე ზალდასტანიშვილი - ავსტრიის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად;თეიმურაზ ჯანჯალია - ლატვიის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;ზაალ გოგსაძე - ჩეხეთის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;კარლო სიხარულიძე - იტალიის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად", _ნათქვამია განცხადებაში.