10-12 მაისს ბათუმში, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მე-6 საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა " Expo Batumi 2013" გაიმართება.
გამოფენის ორგანიზატორების ინფორმაციით, " Expo Batumi" ყინულის სასახლეში, სამი დღის განმავლობაში, 10-დან 18 საათამდე პერიოდში ჩატარდება.
გამოფენაში 8 ქვეყნის 84 კომპანია მიიღებს მონაწილეობას. მასში დაახლოებით, 100 ექსპონენტი იქნება წარმოდგენილი.
ორგანიზატორების თქმით, ბათუმი არის ქალაქი, სადაც 70-ზე მეტი ქვეყნიდან ვიზიტორებს ვიზა არ სჭირდებათ.
მათი განცხადებით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში აღნიშნული გამოფენა ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, საქართველოს თავის დამკვიდრების ფლაგმანი გახდა.
გამოფენაზე პრიორიტეტული რეგიონი და საერთაშორისო ღონისძიებები ტურიზმის ინდუსტრიაში ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ორგანიზატორები ასევე აცხადებენ, რომ რეგიონში ინვესტიციის 43% ინდუსტრიაშია რეალიზებული.
რეგიონს კულტურული, ისტორიული, საკრუიზო, სათხილამურო, ბუნებრივი და საზაფხულო ტურიზმის შესაძლებლობა აქვს.