ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით თემა უმცირესობის აწეულია, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მიმდინარე უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, კრიმინოგენური ვითარების შესახებ ინფორმაცია სიმართლებას არ შეესაბამება.
"ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით თემა თქვენი აწეულია. ქვეყანაში მოხდა უპრეცედენტი ამნისტია. 8000-მდე ადამიანი გამოვიდა ციხიდან, 2000-მდე ადამიანი კი პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გამოვიდა. ამან გამოიწვია ნეგატიური ფონის შექმნა მოსახლეობაში და ამას დაემატა თქვენი განცხადებებიც, რომ ქვეყანაში საშინელება ხდება, თუმცა არაფერი განსაკუთრებული ამ მიმართულებით არ ხდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.