,,პრეზიდენტი მთავრობას ერთპიროვნულად ვეღარ დანიშნავს", _ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიული დახმარების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
,,ვერც ერთ შემთხვევაში მთავრობა ვერ იქნება პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული, თუ ამაზე არ იქნა პარლამენტის თანხმობა. მეორე-უარი ვთქვით იმ ნორმის გაუქმებაზე, რომლის თანახმად პრეზიდენტს უფლება არ ჰქონდათ პარლამენტის არჩევიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში და თავის უფლებამოსილების ამოწურვიდან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დაითხოვოს პარლამენტი", -განაცხადა ხმალაძემ.