,,კბილაშვილმა არ იცის სისტემა და სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების სტრატეგია", -აცხადებს გაზეთ ,,ქრონიკასთან"' ინტევიუში იურისტი, არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახა კახიშვილი, რომელიც პროკურატურის მუშაობაში არსებულ ხარვეზებს კბილაშვილს არაკვალიფიციურობით ხსნის.
,,არჩილ კბილაშვილი სისხლის სამართლის სპეციალისტი არ არის. მას პროკურატურაში არასდროს არ უმუშავია. შესაბამისად მთავარ პროკურორს არ აქვს გამოცდილება საქმეების გამოძიების და არც უწყების მართვის. კბილაშვილი კარგი იურისტია, ოღონდ სამოქალაქო საქმის სპეციალისტია. ამიტომ ბუნებრივია, უჭირს პროკურატურის მართვა, ამ სისტემაში გარკვევა. იგი თავიდან ბოლომდე საკუთარ კურსელებს დაეყრდნო, რომელებიც პროკურატურაში მის მისვლამდე მუშაობდნენ. თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება იმ ხალხზე დაყრდნობა, რომლებიც ადეიშვილის გამორჩეული კადრები იყვნენ ცოტა მეეჭვება", _აცხადებს კახიშვილი.