ხათუნა ლაგაზიძე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. როგორც ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გაზეთ ,,ქრონიკასთან" ინტერვიუში განმარტავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმის შესახებ საფრთხის შემცველ ელემენტებს შეიცავს.
,,ევროპა, ჩვენთვის ბევრი რამითაა სამაგალითო, მაგრამ იმიტომ რომ ევროპა სამაგალითოა არ ნიშნავს იმას, რომ არ დამისაბუთო რას გეგმავ. როგორ შეიძლება ამგვარი ექსპერიმენტების ჩატარება? გაწერილია, რომ ახალი ტერიტორიული ერთეულების მოწყობა უნდა დამთავრდეს 2014 წლის მარტის ბოლოს და როდის არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები? 2014 წლის მაისში. ვინმემ გათვალა, იაზროვნა, რომ ორ თვეში ახლად ჩამოყალიბებულ ტერიტორიულ ერთეულებში როგორ უნდა მოესწროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება? ან პარტიებმა როგორ უნდა მოასწრონ მომზადება? მათ რაიონული ორგანიზაციები აქვთ და ხომ უნდა გადააკეთონ სათემო ორგანიზაციებად? ფაქტია, რომ ახალი კონცეფციის მიხედვით, გაოთხმაგებელია ასარჩევ ადამიანთა რაოდენობა. თუ ამ ფორმით აპირებენ უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას, მაშინ უნდა თქვან", -აცხადებს ლაგაზიძე, რომელიც სამხარეო წარმომადგენლობითო ორგანოების არჩევის წესზეც ამახვილებს ყურადღებას.
,,წარმოდგენილი მოდელის მიხედვით, უნდა მოხდეს სამხარეო წარმომადგენლობითო ორგანოების არჩევა. მაგალითისთვის ამერიკის მსგავსად, როცა შტატებს ჰყავს თავისი მხარის პარლამენტი. წარმოიდგინეთ მუნიციპალური რეფორმის შედეგად, ჯავახეთი მუნიციპალურ ერთეულად ჩამოყალიბდა და მერე მოინდომონ, მხარის პარლამენტმა ჯავახეთს ავტონიმია მიანიჭოს. ამ საფრთხეებსა და რისკებზე ფიქრობს ვინმე? ასე ხელაღებით, ასეთი გლობალური რეფორმის ჩატარება როგორ შეიძლება?", -აცხადებს გაზეთ ,,ქრონიკასთან" ინტერვიუში ხათუნა ლაგაზიძე.