უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქი კონსტანტინოვკა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.
დონეცკის ოლქის პროკურატურის ცნობით, თავდასხმები საცხოვრებელ უბნებსა და ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად, ორი ქალი და ერთი კაცი. დაშაბდა კიდევ ოთხი ადამიანი, ამთ სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
ქალაქში დაზიანდა კერძო სახლები და საცხოვრებელი კორპუსებუ, ავტომობილები, ვაჭრობის ობიექტები და ელექტროგადამცემი ხაზები.