რომის პაპმა ფრანცისკომ პონტიფიკის რანგში პირველი მესა ჩაატარა და წმინდა პეტრეს ტაძრის წინ შეკრებულებს ტრადიციული ქადაგებით - Angelus - მიმართა.
წმინდა პეტრეს მოედანზე, პაპის გამოჩენდამდე რამდენიმე საათით ადრე, ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
მესის შემდეგ პონტიფიკი მოედანზე შეკრებულებს მიესალმა და ქადაგებით მიმართა.
ფრანცისკომ შეკრებილებს გაახსენა, რომ სიკეთე ცვლის სამყაროს და მოწმუნებს მოუწოდა ახსოვდეთ, რომ უფალი, რომელიც მუდამ პატიობს, "არასოდეს იღლება" ამის გაკეთებაში.
რომის პაპმა მორწმუნეებს მისთვის ლოცვა სთხოვა.