ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალმა მეთაურმა სი ძინპინმა, რომელიც სახელმწიფოს ლიდერად 14 მარტს აირჩიეს, განაცხადა, რომ იბრძოლებს "ჩინელი ხალხის აღორძინებისთვის".
"ჩინური ოცნება" იქნაბა მთავარი ლოზუნგი "ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის მშენებლობისას", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და დასძინა, - "ჩინური ოცნების" განხორციელებისას უნდა განვითარდეს ჩინეთის სული. ეს ეროვნული სულია, რომელის საფუძველი პატრიოტიზმია. ეს ასევე რეფორმების რეალიზაცის ეპოქის სულია, რომელიც ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად ეროვნული აღორძინების სწრაფვიდან გამომდინარეობს".
სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენლობის კრების დახურვის ცერემონილაზე სიტყვით გამოსვლისას, ლი ძინპინმა ასევე მიმართა შეირაღებულ ძალებს და მოუწოდა აიმაღლონ ბრძოლისუნარიანობა, იყვნენ ძლიერნი და დისციპლინირებულნი.
მისივე თქმით, უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ეკონომიკა.
ჩინეთის სახელმწიფოს ლიდერის განცხადებით, აუცილებელია კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა.