ინდოეთის მათხია-პრადეშის შტატის პოლიციამ 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან შვეიცარიელი ტურისტის გაძარცვასა და ჯგუფურ გაუპატიურებაში.
39 წლის ქალი და მისი მეუღლე ცენტრალურ ინდოეთში ველოსიპედით მოგზაურობდნენ. პარასკევს საღამოს მათ სოფელ ჯიდიასთან მათ თავს დაესხნა რამდენიმე ადამიანი.
ტურისტებს წაართვეს ფული და სხვა ნივთები, ქალი გააუპატიურეს, მამაკაცს კი სცემეს.
დაზარალებულები მოგვიანებით ქალაქ გვალიერიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმელების რაოდენობა ათ ადამიანზე მეტი იყო, ხოლო მათი მეთაური ჯუნგლებში იმალება. პოლიციამ მაშტაბური სამძებრო ოპერაციის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება.
შვიცარიის საელჩო ინდოეთში გამოძიების დაჩქრაებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები