ქაბულში რამდენიმე ასეულმა ავღანელმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო დემონტრაცია გამართა. ისინი მოითხოვდნენ, რომ აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა პროვინცია ვარდაკი დატოვოს.
ქვეყნის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ განკარგულება გასცა, რომ ამერიკის კომანდოსმა პროვინცია დატოვოს, რადგან ისინი შემჩნეულები არიან ადამინების გატაცემაში და მათ წამებაში.
ქვედანაყოფის პროვინციდან გასვლის ვადა გასულ კვირას ამოიწურა, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტმა ის გადაავადა, რადა მოხდეს უფლებამოსილების სრულფასოვანი გადაბარება.
ვარდაკის პროვცია ქაბულის მიმდებარედაა და თალიბანის მიერ გამოიყენება, როგორც დედაქალაქში იარაღისა და საბრძოლო მასალების შეტანის მთავარი ბაზა.