იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტის ძმა მოსამართლეთა მჭედელი არ უნდა იყოს.
აღნიშნული განცხადება მან მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც "მართლმსაჯულების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის" შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.
მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა დავით სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა.
"ბავშვს, ან სტუდენტებს რომ ეკითხებიან ვინ გინდა გამოხვიდეო, პირველად მოსამართლეო ამბობდნენ. დღეს ეს ასე სამწუხაროდ, არ არის. სკოლამ უნდა ითამაშოს ამაში წამახალისებელი როლი და ამ სკოლას რეფორმა სჭირდება. იქ მოხდა მისასალმებელი ცვლილება და არჩევნების შემდეგ დირექტორი გადადგა", - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ის მის საქმიანობას არ იცნობს, მაგრამ სკოლა რომ "შავ დღეშია" ეს იცის.
"უბრალოდ იმიტომ არის ეს კარგი ამბავი, რომ გარეგნული მხარე ბევრს ნიშნავს. პრეზიდენტის ძმა არ უნდა იყოს მოსამართლეთ მჭედელი", - აღნიშნა წულუკიანმა.
ამასთან, წულუკიანი იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეულ რეფორმას აუცილებლად მიიჩნევს.