აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, მისი ვარაუდით, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე ირანია პასუხისმგებელი.
„ვფიქრობ, ისინი არიან, ალბათ, ისინი არიან“, - განაცხადა ტრამპმა დუბლინში ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც მას ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა ირანს თავდასხმაზე პასუხისმგებლად.
Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთმა თავდასხმის შემდეგ მნიშვნელოვანი ნავთობსადენი დროებით დახურა. 1 200 კილომეტრის სიგრძის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ის ნავთობის ექსპორტისას ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლის შესაძლებლობას იძლევა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან ისაუბრა და მას „კარგი მეგობარი“ უწოდა.