დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის წლევანდელი ერთა თასის გადამწყვეტ მატჩში ბუქარესტში რუმინეთს დაუპირისპირდება.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე გუნდი 17-17 ქულით ლიდერობს გათამაშებას.
ბუქარესტული დაპირისპირება აღნიშნული გუნდების მე-17 მატჩი იქნება.
ჯერჯერობით ანგარიში თანაბარია - 8:8. ბოლო სამი შეხვედრა ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა. მათ შორის, 2011 წლის მსოფლიო თასზე.
დღესვე, ტრადიციულად 2002 წელს დაწესებული ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასი გათამაშდება, რომელიც შარშან, ჩვენმა გუნდმა მეექვსედ მოიგო და საერთო დავაში 6:5 დაწინაურდა.
თამაშს, რომელიც თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება, უელსელი მსაჯები მოემსახურებიან.