თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მას საფრანგეთში კომპიუტერის საშუალებით უსმენდნენ. როგორც მან გადაცემა "ღია ეთერში" აღნიშნა, პროკურატურაში ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
მისი თქმით, მოსმენები თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერით გაგზავნილი ვირუსებით ხდებოდა უწყების ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, რომელიც ახალი ხელისუფლების მიერ იყო დანიშნული.
"ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ისმინებოდა ჩემი საუბრები საფრანგეთში, უკვე მთავრობის ცვლილების მერე. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის რაღაც ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, რომელიც ახალი დანიშნული იყო, ახალი ხელისუფლების პირობებში"- განაცხადა ოქრუაშვილმა.
ამასთან, ოქრუაშვილის აინტერესებს თუ ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი.