ტყიბულში მაღაროელები ისევ გაიფიცნენ.   „საქნახშირ ჯი-აი-ჯის ჯგუფი ძიძიგურის" სახელობის მაღაროს 150-მდე მუშა ხელფასების 50%-იან მატებას, სამუშაო  პირობების გაუმჯობესებას, გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენასა და  დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნებას ითხოვს.
გაფიცულმა მუშებმა სოლიდარობა იმ 8 მაღაროელს  გამოუცხადეს, რომლებიც მაღაროს ადმინისტრაციამ სამი დღის წინ გაათავისუფლა. დანარჩენ მუშებს კი განუცხა, რომ თუ მაღაროში  სამუშაოდ არ ჩავიდოდნენ, მათაც გაათავისუფლებდნენ.
მაღაროელები დახმარებას  ქვეყნის პრემიერ-მინისტრს  ბიძინა ივანიშვილს სხოვენ. მაღაროელების განმარტებით, მათი პრობლემების მოგვარება მხოლოდ პრემეირს შეუძლია.
გაფიცულთა მოთოხვნებზე "საქნახშირ ჯი-აი-ჯის" ადმინისტრაცია ამ დროისათვის კომენტარს არ აკეთებს.  
მაღაროელთა გაფიცვაში პროფკავშირები არ მონაწილეობს. როგორც ისინი აცახდებენ გაფიცულ მაღაროელებს მათთვის დასახმარებლად  არ მიუმართავთ.