,,პრემიების განაწილება ძირითადად სუბიექტურად ხდებოდა", -ამის შესახებ, ჯანდაცვის მინსტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ უხერხულობის გრძნობა აქვს, როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია და მინისტრების ხელფასები ათასებში გამოიხატება.
"პრემიების განაწილება ძირითადად სუბიექტურად ხდებოდა. ქვეყანაში ასეთი სოციალური ფონის გათვალისწინებით ხელფასის საერთო მაჩვენებლის გაზრდა მართალია უხერხულია, მაგრამ რეალურად ეს არის 10%-ით შემცირება, რაც მისასალმებელია. ასევე ეს საკითხი გარკვეულ რაციონალურ კანონზომიერებას ექვემდებარება, რაც ასევე მისასალმებელია. მაქვს უხერხულობის განცდა, როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია და ხელფასები ათასებში გამოიხატება, თუმცა ჯამურად თანხები 10-12%-ით შემცირდა და ეს თანხა პრიორიტეტების მიხედვით განაწილდება", - განაცხადა ჟურნალისტებთან დავით სერგეენკომ.