ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ახალი პრემიერი ლი კეციანი გახდა. კეციანი ქვეყნის მმართველ კომუნისტურ პარტიაში იერარქიულად მეორე პოსტს იკავებდა.მისი დანიშვნის შესახებ განცხადება პეკინში, ეროვნული კრების სახლში გაკეთდა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, პეკინში აცხადებენ, რომ ლი რეფორმატორია, რომელიც მზადაა განახორციელოს უმნიშვნელოვანესი გადაადგილებები ჩინეთის მთავრობაში.
2008 წლიდან ლი კეციანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი იყო.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრებამ, სახელმწიფოს მეთაურად სი ცინპინი აირჩია.