საფრანგეთის სასამართლო, 2011 წელს, რომის ამჟამინდელ პაპს, ფრანცისკს, მღვდელ გებრიელ ლინგვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე მოწმედ გამოსვლას სთხოვდა, თუმცა, მან ამაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოკლულის ნათესავმა განუცხადა. მისი თქმით, კარდინალ ხორხე მარიო ბერგოლოს ჩვენებები ძალიან წაადგებოდა გამოძიებას, თუმცა, მან ეს არ გააკეთა.
გებრიელ ლონგვილი არგენტინის ჩრდილო-დასავლეთის პროვინციიდან, სხვა სასულიერო პირთან ერთად 1976 წლის 17 ივლისს გაიტაცეს. მათი სხეულები, რომლებიც ტყვიით იყო დაცხრილული და სასტიკად ნაწამები, მეორე დღეს იპოვეს. დანაშაულში ეჭვმიტანილებად ორი ყოფილი ჯარისკაცი და პოლიციელი დასახელდნენ, რომელთა წინააღმდეგაც კარდინალმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
„ასოშეითედ პრესის" ინფორმაციით, ამას გარდა ბერგოლერომ სასამართლოს 70-იან წლებში ბავშვების მოტაცების, მკვლელობების და გაყიდვის ფაქტებზე მოწმედ გამოსვლაზეც უთხრა უარი. იმ დროს ბერგოლერო არგენტინის იეზუიტთა ორდენის ხელმძღვანელი იყო, თუმცა, უარის თქმის მიზეზები ცნობილი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები