დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, შუქი 02-ან 07 საათამდე დიდი დიღმის I და III მიკრორაიონებს, დიღმის სასწავლო მეურნეობას, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის, ჩაჩავას, ლუბლიანას და დიმიტრი თავდადებულის ქუჩებს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 14 საათამდე პეკინის გამზირის, გამრეკელის და მიცკევიჩის ქუჩის ნაწილს, ხოლო 11-დან 13 საათამდე სამგორის დასახლებასა და გახოკიძის ქუჩას არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენერგია ჯავის და მოლოკოვის ქუჩებს, რუსთაველის გამზირის ნაწილს, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიას და კოტეტიშვილის ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა 11-დან 16 საათამდე დიდი დიღმის I მიკრორაიონის ნაწილს, პეტრიწის ქუჩას, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონს შეეხება.
შუქი 12-დან 13 საათამდე ღრმაღელეს, კნოლევის, გვაზაურის, ქსოვრელის და დაისის ქუჩებს გაეთიშება.
17-დან 18 საათამდე კი, ენერგომომარაგება მოსკოვის გამზირის ნაწილს, გარდაბნის გზატკეცილს, წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის, ოცხელის, ნაკადულის, ქაიროს და მიმდებარე ქუჩების შეეზღუდება.