აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კვლავ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას არ მისცემს.
ისრაელის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტის ტურნეს წინ ჩაიწერა, ობამამ განაცხადა, რომ ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არ უნდა გამოირიცხოს თეირანზე ზემოქმედების სხვა ვარიანტებიც.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნეთანიაღუს განცხადებით, შესაძლოა უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას, რაც ისრაელის მხრიდან ირანზე ბრევენტიული დარტყმის საბაბი გახდება.