ბაღდადის ცენტრში დღეს ტერორისტ-თვითმკვლელების მიერ მოწყობილი რამდენიმე აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 50 მდე დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
ტერორისტ-თვითმკვლელთა ჯგუფმა იერიში იუსტიციის სამინისტროს შენობაზე მიიტანა, მანამდე კი ორი დანაღმული ავტომობილი ააფეთქა.
რამდენიმე ბოევიკმა შენობის შიგნით შეღწევა მოახერხა და ამისათვის ე.წ. მწვანე ზონა გადალახა, რომელსაც პოლიცია გაძლიერებულად იცავს.
მათ უწყების ოთხი თანამშრომელი მოკლეს და შენობის პირველ სართულზე რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს.
ადგილზე მოსულ სპეცდანიშნულების რაზმსა და ბოევიკებს შორის ბრძოლა გაიმართა და გავრცელებული ინფორმაციით, ბოევიკები გაანადგურეს. ბოევიკების განადგურების ოპერაციაში ვერტმფრენებიც ჩართეს. დაღუპულთა შორის ექვსი სამართალდამცავია.
მასალის გამოყენების პირობები