,,ევროპის სახალხო პარტიამ" ადეკვატური პასუხი მიიღო", _განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიული დახმარების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ბიძინა ივანიშვილის ევროპარლამენტარებისთვის მიმართვის კომენტირებისას.
,,მათ მიიღეს ის ადეკვატური პასუხი რაც მოსალოდნელი იყო მათი მოქმედებისა. არ ვიცი სად იპოვა ამ 23 კაცმა იმდენი რესპონდენტი და იმდენი ინფორმაციის მიმწოდებელი, რომლებმაც აშკარა ტყუილი უთხრეს", -განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძემ და ,,სახალხო პარტიის" წევრებს ურჩია გადაამოწმონ ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ევროპარლამენტის 23 დეპუტატის მიმართვას, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოუგზავნეს მიმართვითვე უპასუხა. ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში რომელიც დღეს გავრცელდა საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე.