პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროექტები გაგრძელდება, მაგრამ არა იმ ფორმით რეკლამის დონეზე რაც იყო.
როგორც მან "ექსპო-ჯორჯიაში" რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე აღნიშნა, ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდება.
მისი თქმით, ყველა ის პროექტი, რომელსაც პერსპექტივა აქვს და არის იდეალური, აუცილებლად განხორციელდება.
"პროექტები გაგრძელდება, მაგრამ არა იმ ფორმით და სახით რეკლამის დონეზე რაც იყო, რომ ქალაქი ლაზიკა უნდა აშენდეს მათ რიცხვში. ინფრასტრუქტურას მაქსიმალურად განვავითარებთ. განცხადებების დონეზე რაც იყო საქართველოში, მათ რიცხვში ქალაქი ლაზიკაც, გაუგებარი და გაურკვეველია რისთვის უნდა აშენედეს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, როგორც საქართველოს სხვა რეგიონები,ზუგდიდიც ძალიან დაცლილია.
"ჯერ კიდევ სახლებია ცარიელი და ახალ ქალაქს აშენებს ეს კაცი, რით აშენებს და სად. ესაა დამოკიდებულება, რომ პროექტები, რომლებიც არის პერსპექტიული და მათ შორის პორტიც, ძალიან საინტერესოა", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ანაკლიასაც და ზუგდიდის მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ადგილზე ძალიან ბედნიერად იცხოვრონ.