თუ თქვენ გაქვთ ფაქტები, რომ ეკა ბესელიამ განაცხადა, ვითომ მე მას ფოთი ჩავაბარე, საკმარისი იქნება, რომ ის პარტიიდან გაირიცხოს - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ფოთელ ჟურნალისტს განუცხადა, რომელმაც პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბესელია პირად საუბრებში ბიძინა ივანიშვილისგან ფოთის ჩაბარების შესახებ აცხადებდა.
"ამაზრზენია, მე თავს მივცე უფლება, რომ ბესელიას ჩავაბარო ფოთი ან შემდეგ მან განაცხადოს ამის შესახებ. ეს ფაქტებით უნდა დამიდასტუროთ, ძალიან მძიმე ბრალდებაა," - განაცხადა ივანიშვილმა.