პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის შემთხვევაში, მთელი საქართველო სიცილით მოკვდება. როგორც მან დღეს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯერ გუნდი უნდა შეკრას, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდეს.
"სააკაშვილი ასეთ ღიმილს მიიღებს პირველ ეტაპზე. მთელი საქართველო სიცილით მოკვდება. ჯერ მიხეილ სააკაშვილმა გუნდი უნდა შეკრას, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდეს. სანამ სააკაშვილი ამით სარგებლობას დაიწყებს, ეს თემა აიწევს მაქსიმალურად ევროპაში და ამერიკაშიც. მათ იმიჯი საერთოდ დაეკარგებათ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, თუ დიქტატორული კანონის შენარჩუნებას მხარს დაუჭერენ, ეს თემა "აყროლდება".
"გარწმუნებთ, რომ ჯერ სიცილი არ გვეყოფა ქართველებს. ვერ დაიჯერებენ რომ ეს კაცი მართლა ამბობს, პირველ ეტაპზე. შემდეგ რისხვა, რომელიც შეიძლება მოყვეს ამას ევროპიდანაც და ამერიკიდან. მარტივი გასაგებია, რომ ამის შემდგომ თავს შევიკავებ, რომ გავაანალიზო ეს პროცესები", - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები დიდი ალბათობით გავა და ეს სიმახინჯე აღარ დარჩება.
პრემიერის განცხადებით, პრეზიდენტი ვერც ერთ შემთხვევაში, ვერ გაბედავს ამის გამოყენებას.