სერბი კინორეჟისორი არ გაჰყვება ჟერარ დეპარდიეს გზას. ცნობილი სერბი კონორეჟისორი ემირ კუსტურიცა უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ის ჟერარ დეპარდიეს მსგავსად აპირებს მოითხოვოს რუსეთის მოქალაქეობა.
"მე არასოდეს მიფიქრია მეთხოვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, მათ შორის რუსეთის. ალბათ, არ შევიცვლი მოქალაქეობას მხოლოდ იმის გამო, რომ მე გამაღიზიანა ჩინოვნიკემა ან პოლიტიკოსმა"-განუცხადა ჟურნალისტებს რეჟისორმა.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის ბოლოს ემირ კუსტურიცა ნაციონალური პარკი მიკრა გორასთვის გამოყოფილი თანხის გაფლანგვაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ რეჟისორმა საკუთარი სურვილით დატოვა პარკის დირექტორის თანამდებობა და სახელმწიფოსგან საკუთარი პროექტების დახმარებაზე უარი განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები