მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობას ინტენსიური თოვა, შეზღუდული ხილვადობა და ზვავსაშიშროება აფერხებს.
თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაურის (ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე კი, სამი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.
კერძოდ, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა ეხება მისაბმელიან, ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტსა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებს.
არაგვისპირი-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები არ არის დაწესებული.