საუდის არაბეთში შვიდი ადამიანი, რომელიც შეარაღებული თავდასხმაში იყვნენ ბრალდებულნი, სიკვდილით დასაჯეს. ყოველივე ეს საერთაშორისო უფლებების დამცავი ორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
თვითმხილველთა თქმით, შვიდივე სიკვდილმისჯილი ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ აბხაში დახვრიტეს. მათთვის თავი არ მოუკვეთიათ, როგორც ეს ჩვეულებისამებრ ხდება. უფლებათადამცველი ორგანიზაციები თავდასხმელებისათვის გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდნენ იმის გამოც, რომ დაკავების მომენტში დაპატიმრებულები 18 წლისაც არ იყვნენ.
Human Rights Watch -ის ინფორმაცით, მხოლოდ გასულ წელს საუდის არაბეთში სიკვდილით 70 ადამიანი დასაჯეს.
მასალის გამოყენების პირობები