საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დიდი ხანია ციხეში უნდა იყოს.
როგორც მან "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 7 ნოემბერს რეზინის ტყვიები მაშინდელმა ხელისუფლებამ ისროლა.
მისი თქმით, ამის გამო, ვანი მერაბიშვილი ციხეში უნდა იყოს.
"7 ნოემბერს რეზინის ტყვიები პოლიციამ ისროლა. მერაბიშვილმა გასცა ბრძანება, რომ შეეძინათ ისინი. ის ახლა რა თქმა უნდა გამოვა და აქციაზე ილაპარაკებს", - განაცხადა დავითშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლოა, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეში მერაბიშვილთან დაკავშირებით შესაძლოა, რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთოს, თუმცა ერთი მეუღლის გამო მეორე არ უნდა დაისაჯოს.
კობა დავითშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის განათლების მინისტრთან შეხვედრას აპირებს, რის შემდეგაც საკითხში დეტალურად გაერკვევა.
მისივე განცხადებით, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სრული უფლება აქვთ "ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ 19 აპრილის აქციაზე მივიდნენ დამაისურები - "მეც ბაჩო ახალაია" ჩაიცვან.