"მსიამოვნებს თქვენი მოსკოვში ხილვა", _ უთხრა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმეტ პუტინმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვედრისას. ამ შეხვედრას რუსეთის მხრიდან ესწრებოდნენ: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი, ვიცე პრემიერი ალექსანდრე ხლოპონინი, პრეზიდენტის თანაშემწეები უირი უშაკოვი და ტატიანა გოლიკოვა, რუსეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთში სემიონ გრიგორიევი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი.
"წელს სრულდება 5 წელი ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. უკვე შესაძლებელია რაღაც დასკვნების გაკეთება, როგორ წყდება პრობლემები რომლებიც თქვენ გაქვთ, და რომლებიც პრაქტიკულად როგორც ყველგან სასურველზე მეტია. მიუხედავად ამისა, ისინი უნდ გადაწყდეს, როგორ რთულადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ეს. იმედი მაქვს დღევანდელ შეხვედრაზე გარკვეული დასკვნების გაკეთებას შევძლებთ", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
თავის მხრივ შეხვედრაზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მოსკოვში კვლავ ჩასვლის საშუალება მიეცა.
"ამ შეხვედრას ველოდით, სავსებით გეთანხმებით - აგვისტოში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი მოდის - აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების 5 წლისთავი. ჩვენ ამ თარიღისთვის ვემზადებით. აფხაზ ხალხს ახსოვს და აფასებს თქვენს დამოკიდებულებას აფხაზეთის მიმართ და ჩვენი განვითარებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე გაგრძელდა.