აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი ჯეიმს კლეპერი მიჩნევს, რომ კიბერშეტევა და კოპიუტერული მაქინაციები თანამედროვე პერიოდში უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენს ვიდრე ტერორიზმი.
სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას კლეპერმა აღნიშნა, რომ აშშ ახალი პონტენციური საშიშროების წინაშე დგება, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას უკავშირდება.
მან მაგალითად ელექტროენერგიის ქსელების მართვის და სხვა ობიექტების სისტემაში ჰაკერების შეღწევის ამასწინანდელი მცდელობები მოიყვანა.
აშშ-ში ეჭვობენ, რომ ამ "საქმის" უკან ჩინელი ჰაკერები დგანან. ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტი ამტკიცებს, რომ "ეს ყველაფერი ჩინეთის ხელისუფლებისთვის ცნობილია და მათი ნებართვით ხდება".
ამავდროულად, ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზადაა აშშ-სთან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებები გამართოს და ითანამშრომლოს ინტერნეტში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.