2013 წლის 11 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად შეისწავლის აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხს.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ არ შეიძლება აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთში აღრევა, საკითხი აუცილებლად სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს და არ უნდა დაირღვეს ათასობით სტუდენტის განათლების უფლება.
საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველი გააკეთებს სპეციალურ განცხადებას და აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გააცნობს ფართო საზოგადოებას.