დღეს, 13 მარტს, 14:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში 40 მილიონი ევროს დახმარების საფინანსო შეთანხმებას მოაწერენ ხელს.