დღეს საკრებულოში არქიტექტორთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი, ქალაქის მერი ჯემალ ანანიძე და მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი ესწრებოდნენ.
გიორგი რამიშვილმა საზოგადოებას მისი, როგორც მთავარი არქიტექტორის ახალი ხედვები გააცნო, შემდეგ კი შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, რომლის მთავარი თემაც ქალაქში უკვე არსებული არქიტექტურული იერსახე, მისი მომავალი განვითარება და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა იყო.
საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი გიორგი რამიშვილი ქალაქის მთავარ არქიტექტორად მიმდინარე წლის 4 მარტს დაინიშნა, რომელსაც 160-ე მეტი არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის, იყო „აჭარის სივრცითი მოწყობის ჯგუფის" არქიტექტორი, საქართველოს არქიტექტორთა საბჭოს აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საპროექტო კომპანია „სტოა"-ს დამფუძნებელი და ა.შ.
გიორგი რამიშვილი პედაგოგიურ-სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევა, მას ეკუთვნის სალექციო კურსები: „მსოფლიო არქიტექტურის ისტორია", „თანამადროვე ხუროთმოძღვრების ისტორია", „არქიტექტურული დაგეგმარება", ასევე „სასტუმროების, დასასვენებელი და ტურისტული კომპლექსების არქიტექტურა".
როგორც ცნობილია, ქალაქის მთავარი არქიტექტორის თანამდებობა 2011 წლის ივნისიდან ვაკანტური იყო.