ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ექსპერტებს განსხვავებული პოზიცია ექნებათ.
როგორც მან პრემიერისა და ექსპერტების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რადგანაც შეხვედრის თემა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და თავდაცვაა, შესაბამისი ექსპერტები არიან მიწვეულნი.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და რეფორმას განიხილავენ. შეხვედრის მონაწილეებს შორის დაგეგმილია დისკუსიაც.
"საინტერესო იქნება დისკუსია, თუნდაც იმიტომ რომ უკვე ვიცით ყველას განსხვავებული პოზიცია ექნება", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერისთვის სწორედ ეს წარმოადგენს ინტერესის საგანს, თუ რა წინადადებები შეიძლება წარმოიშვას ამ საკითხთან დაკავშირებით.
ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრებს ხვდება. შეხვედრაზე საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმას განიხილავენ.