განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. როგორც მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, ის პასუხისმგებლობას იღებს სტუდენტების განათლებაზე და ყველა უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობა კანონის ფარგლებში უნდა ჩაჯდეს.
მარგველაშვილის განმარტებით, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება დასჯა არ არის, პირიქით ეს არის ქმედება ხარვეზების გამოსასწორებლად. შეხვედრა, რომელიც ნახევარ საათის განმავლობაში ერთგვარად პოლემიკის რეჟიმში მიმდინარეობა განათლების და მეცნიერების მინისტრმა დატოვა, რადგან როგორც მაგრველაშვილმა განმარტა სტუდენტებთან შეხვედრა პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა.
,,მე მზად ვარ შევხვდე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს. შეხვედრაზე როგორც კი საქმეში ჩაერთვნენ არა სტუდენტები, არამედ პოლიტიკოსები მე ამგვარი შეხვედრისთვის არ მოვსულვარ", -განცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან მარგველაშვილმა.