,,მუდმივად თავი არ უნდა ვიმართლოთ ვიღაც ტაკიმასხარების წინაშე რომლებიც აქ ჩამოდიან და ჩიორას თავს დაჰკანკალებენ", - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,პირველი რადიოს" პრესკლუბში სტუმრობისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სააკაშვილის ლობისტების გულს ვერ მოიგებს.
"ჩვენ ამ თამაშში არ უნდა ავყვეთ მათ, ჩვენ უნდა აღვასრულოთ ქართველი ხალხის ნება. რაც შეეხება მათ დამოკიდებულებას მე არ მგონია, რომ მობოდიშებითი და თავდაცვითი ტონი უნდა გვქონდეს...მე მგონი ეს პროცესი უნდა წარვმართოთ და არა მუდმივად თავი ვიმართლოთ ვიღაც ტაკიმასხარების წინაშე, რომლებიც აქ ჩამოდიან და ჩიორას დაჰკანკალებენ" - განაცხადა დავითაშვილმა.