,,მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთში აღრევა", -განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას, რომელიც "რადისონ ბლუ ივერიაში" პარტიების დაფინანსებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის საკითხებზე მომუშავე მრგვალ მაგიდას დაესწრო
"მნიშვნელოვანია, არ მოხდეს აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთში აღრევა. დარწმუნებული ვარ, ამ მნიშვნელოვანი თემის შესწავლა მოხდება, რადგან ადრე არსებობდა ბრალდებები, რომ ხშირად ხდებოდა აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთში არევა. იგივე ბრალდებები ისმის ახლაც. ამდენად ეს თემა შესწავლას საჭიროებს", -განაცხადა ნორლანდმა.