ავღანეთის სამხრეთ ნაწილში ნატოს სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია ბორტზე მყოფი ხუთი სამხედრო. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. კატასტროფის მიზეზები ამჟამად დგინდება.
წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს ბოევიკების აქტიურობა იმ რაიონში დაფიქსირებული არ ყოფილა.
აღსანიშნავია რომ ასევე ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპული სამხედროების ეროვნული კუთვნილების შესახებ.