,,პარტიები უნდა ფინანსდებოდნენ ბიუჯეტიდან", -განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც სასტუმრო ,,რადისონში" პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის საკითხებზე მომუშავე მრგვალ მაგიდას ესწრება.
,,მიმაჩნია, რომ პარტიები უნდა ფინანსდებოდნენ ბიუჯეტიდან, რადგან ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული სხვადასხვა ფინანსურ ჯგუფებზე. ჩვენ სწორი ნაბიჯები გადავდგით და პარტიებს საკმაოდ სოლიდური დაფინანსება ჰქონდათ, მაგრამ როგორც ყველაფერი ეს პროცესიც გარდაქმნას საჭიროებს', -განაცხადა მაჭავარიანმა.