,,ხელისუფლება საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს", -აცხადებს მიხეილ სააკაშვილი აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას. ამის შესახებ, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,ხელისუფლება საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს. ამით დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს.
სრულიად ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი მაინც შერჩენია.მოვუწოდებ მთავრობას, გადახედოს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს",_ აცხადებს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ გამთენიისას 9-საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო.