აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ გამთენიისას 9-საათიანი განხილვის შემდეგ მიიღეს
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა სპეციალური კომისიის მიერ მიღებული დასკვნა განიხილეს და გადაწყვეტილება ღია კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს.
დილის 5 საათამდე განხილვის შემდეგ გაიმართა დახურული თათბირი. როგორც საბჭოს თავმჯდომარე კახი ყურაშვილმა განაცხადა, აღმოჩენილ საავტორიზაციო დარღვევებთან დაკავშირებით საბჭოს წევრების აზრი ერთგვაროვანი არ ყოფილა.
განხილვა სტუდენტების აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მათი თქმით, გადაწყვეტილება არასამართლებრივად მიიღეს და ისინი პროტესტს გააგრძელებენ.
,.,აგრარულ უნივერსიტეტს გააუქმდა ავტორიზაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა სასწავლო წლის დასრულებისას და სტუდენტები წლის ბოლომდე შეძლებენ სწავლის გაგრძელებას", _განაცხადა ჟურნალისტებთან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაკა ბერაიამ.
მასალის გამოყენების პირობები