დღეს, 12 მარტს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. სს "თელასის" ინფორმაციით, 10 საათიდან 18 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, ხარაბაძის, ჯიქიას, კაკაბეთის, მერვე ლეგიონის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, მიცკევიჩის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: ჯავის და მოლოკოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ბუგეულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორდიას, ზეკარის და ასურეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: კიშინოვის და სანავარდოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.