"ძალიან მოკლე დროში ჩვენ გვეყოლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აბსოლუტურად ახალი შემადგენლობა", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამას ეთანხმება ვენეციის კომისიაც, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ფორმირება მაინც მოხდებოდა.
"ამას ეთანხმება ვენეციის კომისია და რომც არ ეთანხმებოდეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჭიროებს ცვლილებას. ვენეციის კომისია ეთანხმება იმას, რომ პრეზიდენტს აღარ ჰყავდეს იქ წევრები, რომ დეპუტატები აღარ იყვნენ იუსტიციის საბჭოში და ეთანხმება იმასაც, რომ არ შეიძლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კორპუსს წარმოადგენდეს მხოლოდ და მხოლოდ თავმჯდომარეები, გამომდინარე იქიდან რომ რვა მოსამართლე წევრიდან ექვსი წევრი თავმჯდომარეა, ეს თავმჯდომარეები უნდა შეიცვალონ", - განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, მათი სურვილია, საბჭოს ახალი წევრები კონფერენციამ დემოკრატიული წესით აირჩიოს.