ლადო გურგენიძე ლიბერთი ბანკის აქციების გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
"მინდა უარვყო ახლახანს ერთ-ერთ ინგლისურენოვან ქართულ გაზეთში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, მე ლიბერთი ბანკის აქციები გავყიდე. მე არ გამიყიდია და არც ვაპირებ გავყიდო ლიბერთი ბანკში ჩემი აქციების წილი. პირიქით, 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული მე შევიძინე ასეულობით ათასი ლარის ღირებულების ბანკის პრივილეგირებული აქციები და გავზარდე ჩემი სააქციო წილი ბანკში. მე ვაპირებ გავაგრძელო ბანკის ხელმძღვანელობა სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამაყი ვარ იმით, რისი მიღწევაც ბანკის გუნდმა გასული სამწელიწადნახევრის მანძილზე შეძლო", - აცხადებს გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე.