იაპონიის დამანგრეველი მიწისძვრიდან ორი წლის შემდეგაც, 315 ათასი ადამიანი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა საკუთარ სახლებში. მათგან ნახევარზე მეტი იმ რაიონიდანაა ევაკუირებული, სადაც ატომური ელექტროსადგური, „ფუკუსიმა-1" მდებარეობდა. „მათ უმრავლესობას ჯერ კიდევ სჭირდება დახმარება" - აცხადებს იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე.
დღეს, იაპონიაში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიები გაიმართა. დედაქალაქში, სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობა საიმპერატორო წყვილმა, პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. ასევე, გაიმართა საპროტესტო აქციაც, რომელიც ატომური ენერგეტიკის კურირების, წარმოების და გაყიდვის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქციაში 6 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
იაპონიის ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ „ფუკუსიმა-1"-ის გარშემო რადიაციული ფონის შემცირება გაცილებით სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, ვიდრე ამას მეცნიერები ვარაუდობდნენ. ავარიიდან 2012 წლის ნოემბრამდე რეაქტორის ირგვლიც რადიაციული ფონი ორჯერ შემცირდა.
იაპონიის მიწისძვრის ზარალმა, ავარიის შემდეგ, დაახლოებით 120 მილიარდი დოლარის ზარალი შეადგინა.