შვედეთის პრინცესა ლილიანი, 97 წლის ასაკში სტოკჰოლმში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეფო ოჯახის საიტი ავრცელებს. სააგენტო „ფრანსპრესის" ცნობით, უკანასკნელ წლებში პრინცესა ალცჰაიმერით იყო დაავადებული და მთლიანობაში, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ლილიანი პრინც ბერტილის, შვედეთის მეფის, კარლ მეთექვსმეტე გუსტავის ბიძის ცოლი იყო. ის უელსში 1915 წელს დაიბადა. 16 წლისა ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, რათა მოდელი და მსახიობი გამხდარიყო. იქ მან ბერტილი გაიცნო. ლილიანი ქმარს, მსახიობ ივან კრეიგს გაშორდა, თუმცა ბერტილის მამა, მეფე გუსტავ მეექვსე ადოლფი შვილის ლილიანთან ქორწინების წინააღმდეგ წავიდა, რადგან ბერნადოტების დინასტიის არსებობის საფრთხის ქვეშ დაყენების შეეშინდა. მიუხედავად ამისა, ლილიანი და ბერტილი ერთად ცხოვრობდნენ და დაქორწინება მხოლოდ 1976 წელს მოახერხეს. წყვილს შვილები არ ჰყოლია.