სირიაში კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში დევნილთა რაოდენობა მიმდინარე წელს, შესაძლოა, ორჯერ ან სულაც სამჯერ გაიზარდოს. ამის შესახებ გაეროს დევნილთა უმაღლესმა კომისარმა ანტონიუ გუტერეშმა განცხადა.
თურქეთში ვიზიტად მყოფმა გუტერეშმა აღნიშნა, რომ თუ სირიის კრიზისი დროში გაიჭიმება, ისახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს სოციალური აფეთქებით ემუქრება. გუშინ კონფლიქტი სირიაში ახალ ფაზაში გადავიდა. სრულიად მოულოდნელად ამბოხებულებმა ქალაქ ხომსზე იერიშის დაწყების შესახებ განაცხადეს.
გაეროს მონაცემებით 2011 წელის მარტიდან, როდესაც სირიაში შიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, დაღუპულია 70 ათასამდე ადამიანი. მილიონზე მეტი სირიელი დევნილობაში იმყოფება.